Reuters: აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

FILE PHOTO: 155mm artillery shells are packed for shipping at the Scranton Army Ammunition Plant in Scranton, Pennsylvania, U.S., February 16, 2023. REUTERS/Brendan McDermid/File Photo

ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყოს, – ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დრონების საწინააღმდეგო საშუალებებსა და საბრძოლო მასალას.

კერძოდ, პაკეტი მოიცავს დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ღირებულების ლაზერულ საბრძოლო მასალებს რუსული დრონების ჩამოგდებისთვის.

ამასთან, 125 მილიონი დოლარის ღირებულების დამატებით საბრძოლო მასალას ეროვნული გაძლიერებული მიწისზედა და საჰაერო სარაკეტო სისტემებისთვის (NASAMS), საბრძოლო მასალებს მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 44 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები