ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, სახმელეთო ძალებმა ქალაქი ღაზა მთლიანად ალყაში მოაქციეს.
„ჩვენმა ძალებმა სრულიად მოაქციეს ალყაში ქალაქი ღაზა, „ჰამასის“ აქტივობების ცენტრი“, – განაცხადა ჰაგარიმ.
როგორც მან აღნიშნა, „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, პირადი თვითმფრინავით ირანში ჩასვლას გეგმავს.
„ისინი ღაზიდან ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობენ, [მაგრამ] ჩვენ ფოკუსირებული ვართ „ჰამასზე“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფები, მათ შორის ლიბანის „ჰეზბოლამ“ და იემენის „ჰუთებმა“ ისრაელზე თავდასხმები გააძლიერეს.
პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კითხვაზე, ჰაგარი ამბობს, რომ ტერმინი „ცეცხლის შეწყვეტა“ ამ მომენტში საერთოდ არ განიხილება.