ღაზას სექტორში კიდევ 112 ბავშვი დაიღუპა, მოსახლეობაში საერთო მსხვერპლმა უკვე 9 ათასს გადააჭარბა

ღაზა

ღაზას სექტორში ბოლო 24 საათში კიდევ 112 ბავშვი დაიღუპა. 7 ოქტომბერს ისრაელზე ,,ჰამასის,, თავდასხმის შემდეგ, სულ 3760 ბავშვია დაღუპული. 1-ელ ოქტომბერს 3648-ს გარდაცვლილის შესახებ იყო ცნობილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ანკლავის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამურად, მსხვერპლი 9061-მდე გაიზარდა.

“ღაზაში ისრაელის აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 9061 ადამიანს მიაღწია. მათ შორის 3760 ბავშვი და 2326 ქალია. დაშავდა 32 ათასი ადამიანი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები