“იმედია, ეს ტენდენცია გაგრძელდება და საბოლოოდ მიგვიყვანს საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე” – ეგორ კოჩიევი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილე პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების საკითხში, ეგორ კოჩიევი აცხადებს, რომ, სტატისტიკის მიხედვით, “სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტები შემცირებულია, მდგომარეობა კი უფრო სტაბილურია”.

ამის შესახებ მან ერგნეთში მორიგი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კოჩიევმა აღნიშნა, რომ დღეს ვითარება უფრო პროგნოზირებადია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო, ან თუნდაც მიმდინარე წლის წინა პერიოდებში.

„იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და გვექნება პოზიტიური ნაბიჯები, რომლებიც საბოლოოდ მიგვიყვანს საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე, ჩვენს რესპუბლიკებს შორის სრულმასშტაბიან დარეგულირებამდე და ჩვენ შორის მშვიდობა, სიმშვიდე და წესრიგი დაისადგურებს“, – თქვა მან.

IPRM ფორმატში შემდეგი შეხვედრა 13 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები