არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის თავად არ არის დარწმუნებული იმაში, ეკუთვნის თუ არა რეალურად საქართველოს ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე CBS-თან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„ამ ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით, მათ შორის, იმპიჩმენტის პერიოდში, რომ პრეზიდენტი თავად არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს რეალურად, სამართლიანად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან. თუ ის თავად არ არის ბოლომდე დარწმუნებული, რა თქმა უნდა, ვერ დაარწმუნებს სხვებსაც. მაშინ იყო ამაზე გაკეთებული განმარტებები და ჩვენ ვთქვით, რომ სწორედ ამიტომ აღარ მისცა მთავრობამ თანხმობა საერთაშორისო ვიზიტებზე, რომ მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ პრეზიდენტის გზავნილები იყო ორაზროვანი და საქართველოს მოწინააღმდეგეებს აძლევდა საკმაოდ ბევრ სალაპარაკოს“, – აცხადებს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები