ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სახმელეთო ჯარები ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელის სახმელეთო ჯარები „ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ“.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე საათია, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმები გააძლიერა.

„საჰაერო ძალები ძალიან მნიშვნელოვნად ურტყამენ მიწისქვეშა სამიზნეებს… ყველა არენაზე თავდაცვისთვის ვართ მზად. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად ვმოქმედებთ“, – განაცხადა ჰაგარიმ.

როგორც მან აღნიშნა, ისრაელი ღაზას ქალაქზე და მიმდებარე ტერიტორიებზე დარტყმებს კვლავ გააგრძელებს, ამიტომ პალესტინელებს სამხრეთით ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვითი ძალები ტანკებით ახორციელებდნენ შეზღუდულ იერიშებს ღაზას სექტორში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები