შალვა პაპუაშვილი შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მაჰინდა იაპა აბეივარდენას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წელს შესრულდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25-ე წლისთავი, რაც კარგი შესაძლებლობაა ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე, საქართველოსა და შრი-ლანკაში მიმდინარე ორმხრივად საინტერესო საკითხებზე, პარტნიორობაზე განათლების, ეკონომიკის და სხვა სფეროებში.

შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შესახებ და ხაზი გაუსვა შრი-ლანკის მიერ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – სალომე ქურასბედიანი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები