“მივმართავ ყველა ქვეყანას – სად ხართ?! ჩვენ ჯოჯოხეთში ვართ” – “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი ადამიანების ახლობლები დახმარებას ითხოვენ
“ჰამასის” ტყვეობაში მყოფი ადამიანების ახლობლები მსოფლიოს დახმარებას სთხოვენ. მოქალაქეები ისრაელში საპროტესტო აქციებს მართავენ და ახლობლების სახლში დაბრუნებას ითხოვენ.
“მივმართავ ყველა ქვეყანას – სად ხართ?! უნდა გესმოდეთ! ეს სიგიჟეა, ჩვენ ჯოჯოხეთში ვართ და გვინდა, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები სახლში დაბრუნდნენ”, – ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ერთ-ერთი მძევლის ახლობლის თქმით, ჰამასის ტყვეობაში 200-ზე მეტი მძევალია.
“ყველანაირი კონტაქტი დაკარგულია, არ არსებობს სიცოცხლის ნიშანი, არანაირი სიგნალი. უკვე ორი კვირაა. ჩვენ აქ ვართ, მე აქ ვარ ყველა ამ ოჯახთან ერთად, ასობით მათგანთან ერთად, 200-ზე მეტი მძევალია და ჩვენ ყველანი აქ ვართ იმისთვის, რომ მივმართოთ მთელ მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაგვეხმარონ. ჩვენ ვითხოვთ მათ დაბრუნებას ახლავე”, – ამბობს ერთ-ერთი მძევლის ახლობელი.