რაც უფრო ძლიერი და დემოკრატიულია სახელმწიფო ინსტიტუტები, რადიკალური ოპოზიციისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს, რადგან არეულობის ნაკლები შანსი ექნებათ – რატი იონათამიშვილი

“რაც უფრო ძლიერი და დემოკრატიულია სახელმწიფო ინსტიტუტები, რადიკალური ოპოზიციისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს, რადგან არეულობის ნაკლები შანსი ექნებათ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„რადიკალური ოპოზიციის ქცევა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ვინაიდან აქვთ სრულიად საპირისპირო მიზნები. რაც უფრო ძლიერი და დემოკრატიულია ინსტიტუტები, მათთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს, რომ არეულობის ნაკლები შანსი ექნებათ, მაგრამ ეს საფრთხე მათთვის კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები