“ბულგარეთის პარლამენტმა სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი კანდიდატობის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი” – შალვა პაპუაშვილი

„ბულგარეთის პარლამენტმა სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი კანდიდატობის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ასეც და ისეც, გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო, ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებთან იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ. მაგალითად, ბულგარეთის პარლამენტმა სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი კანდიდატობის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი. გესმით, ასევე, საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებები. რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ამ მხრივ ჩვენ ევროკომისიასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია. ამის შედეგი იყო, მათ შორის, „მაუწყებლის შესახებ კანონში“ ცვლილება, რომელიც სრულად იყო შეთანხმებული ევროკომისიასთან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები