ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს შერჩენილი, თავად გადადგებოდა

“ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს შერჩენილი, ის თავად გადადგებოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი კონსტიტუციას “ნაცმოძრაობის” იმედით არღვევდა.

„რომც არ დასრულდეს წარმატებით ეს პროცედურა, ყველას გვესმის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და შესაბამისად, არ მიიღებს გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის გადაყენების თაობაზე. სწორედ მათი იმედით არღვევდა ის საქართველოს კონსტიტუციას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ის დარჩება მაინც არა საქართველოს პრეზიდენტად, არამედ ექსკლუზიურად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად. ასეთ პირობებში მის პრეზიდენტობას რა ფასი აქვს, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები