ანრი ოხანაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, ვინც დაადგინეს კონსტიტუციის დარღვევა, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია დაიცვეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

,,ობიექტური დამკვირვებლის პერსპექტივიდან არავითარი სივრცე არ რჩებოდა იმისთვის, ვინმეს ეთქვა, რომ აქ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, ვინც დაადგინეს კონსტიტუციის დარღვევა, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია დაიცვეს, პატივი სცემს კონსტიტუციურ წესრიგს და იხელმძღვანელეს საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმებით, რომლებიც აყალიბებენ იმ წესრიგს, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში არსებობს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები