მანანა კობახიძე – პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: დამერწმუნეთ, სასამართლოს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი გაცემული

„დამერწმუნეთ, სასამართლოს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი გაცემული”, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია.

“სასამართლომ იმსჯელა სწორედ იმ სამ ვიზიტთან დაკავშირებით, რაც იყო სადავო და, რა თქმა უნდა, არ გასცდენია ამ შემთხვევებს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული არის ჩვენი, უმრავლესობის სამართლებრივი პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესოა განსხვავებული აზრებიც, თუმცა ჯერ არ მინახავს და ვნახავთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები