ვახუშტი მენაბდე: გადაყენების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“1. სასამართლოსგან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას 9-დან 6 ხმა სჭირდებოდა. ზუსტად 6 ხმა მოგროვდა. მხარდამჭერთა შორის არის თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ 2 წლის წინ დანიშნული მოსამართლე;

2. პარლამენტმა 14 დღეში უნდა გადაწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს თუ არა. ამისთვის 100 ხმაა საჭირო. ოფიციალურად ოცნება ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს;

3. პარლამენტი ვალდებული არ არის სასამართლოს მხრიდან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემდეგ მას იმპიჩმენტი ავტომატურად გამოუცხადოს. შეუძლია თქვას, რომ მიუხედავად ამისა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის გადაყენებას;

4. გადაყენების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ;

5. არჩევის წესი ახალია. პრეზიდენტს პირდაპირი გზით აღარ ავირჩევთ. ამას გააკეთებს საარჩევნო კოლეგია”,- წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები