იაგო ხვიჩია: მგონი ეს ყველაფერი თამაში იყო, ვითომ პრეზიდენტისგან გამიჯვნის და იმისთვის, რომ პრეზიდენტი “გადააგდონ” ე.წ. ოპოზიციურ მოედანზე

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია, აცხადებს, რომ შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური თამაშია და რეალურად მმართველ გუნდს მისი თანამდებობიდან გადაყენება არ სურს.

“სიურპრიზების მოლოდინი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” ტრიუმფალურ გამარჯვებას მოიპოვებს, რაც შეეხება პარლამენტს, არ ეტყობათ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდათ, მგონი ეს ყველაფერი თამაში იყო, ვითომ პრეზიდენტისგან გამიჯვნის და იმისთვის, რომ პრეზიდენტი “გადააგდონ” ე.წ. ოპოზიციურ მოედანზე და ამით ე.წ. პროდასავლური ხმები, რომელიც “ქართულ ოცნებას” ხელიდან გაუვარდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით დაიბრუნონ უკან”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები