თეონა აქუბარდია: ვისურვებდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს
ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია აცხადებს.
დეპუტატი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვას აფასებს.
„ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად ძლიერი წნეხი აქვს მათ შორის ეროვნულ ბანკზე “ქართულ ოცნებას”. ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ირაკლი კობახიძე ელოდება პარლამენტში ამ პროცესის გადმოტანას, ვვარაუდობ, რომ ეს პროცესი პარლამენტში გადმოვა, თუმცა “ქართული ოცნების” კრახით დასრულდება, რადგან მან ეს პროცესი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირების მიზნით წამოიწყო”,- განაცხადა აქუბარდიამ.
ინფორმაციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.