ფრიდონ ინჯია: ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს
თუ საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს,- ამის შესახებ
„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს.
მისი განმარტებით, პრეზიდენტმა თავად აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია, შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება ცალსახა.
„თუ საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს. პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია, ასე რომ, აქ ახალი არაფერია და ვფიქრობ, გადაწყვეტილება იქნება ცალსახა. ჩვენი გუნდიდან ოთხივე დაუჭერს მხარს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, მიამატოთ. თუ დადგინდება რომ დაარღვია კონსტიტუცია, ვფიქრობ, რომ რაღაც ადგილი რომ დაიკავოს საზოგადოებაში, ის თვითონ უნდა გადადგეს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.