საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგენის საქართველოში ჩამოსვლას გამოეხმაურა.
„საქართველოში ჩამობრძანებული ამერიკის ახალი ელჩი დარწმუნებული ვარ, შეიტანს თავის ღირებულ წვლილს, რომ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქალბატონი ელჩი შეიტანს თავის ძალიან ღირებულ როლს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს ამერიკულ-ქართული ურთიერთობები და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასთან ერთად ვიმუშაოთ ძალიან მჭიდროდ და ახლოს და ეს ურთიერთობები ავიყვანოთ კიდევ უფრო ახალ ხარისხში“,- განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგენი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.