“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ლარნაკაში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გიორგი ვაშაძე გაემგზავრა
ლარნაკაში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გიორგი ვაშაძეც გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაშაძის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი საფრანგეთშია, თუმცა, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
რამდენიმე დღეა, ლარნაკაში იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და პარტიის სხვა ლიდერებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ლევან ხაბეიშვილის ნიკა გვარამიათი ჩანაცვლება იყოს.