რატი იონათამიშვილი: ოპოზიციის რეალური მიზნები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოა

“ოპოზიციის რეალური მიზნები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოა და ყველა, ვინც ამ გზის მიმართულებით არის ჩვენი მხარდამჭერი, ამას საფრთხედ აღიქვამს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, ხოლო მისი მისამართით ოპოზიციის კრიტიკა ანტიეროვნული ქმედებაა.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ურთიერთობას აქვს საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებით, როდესაც ჩვენ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და სწორედ ამ მხრივ ბატონი ორბანი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მეგობარი. ცალკე აღსანიშნავია ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ქმედება, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ მათ ფაქტობრივად ხელი შეიწმინდეს იმ ადამიანზე, ვინც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია. აქედანაც ჩანს, რომ მათი რეალური მიზნები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოა და ყველა, ვინც ამ გზის მიმართულებით არის ჩვენი მხარდამჭერი, ამას საფრთხედ აღიქვამს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები