მიხეილ სარჯველაძე: ორბანის წინააღმდეგ არ არის საჭირო არარსებული ბრალდებების მოგონება

“ჩამოდის ადამიანი, ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ლიდერი და ამბობს, რომ საქართველოს უპირობოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. შეცდომა იყო შარშან კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა. ამაზე კარგი რა უნდა გავიგო მისგან?!”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ორბანის მისამართით არარსებული ბრალდებების მოგონება საჭირო არ არის.

„ვინც რეალურად გულშემატკივრობს და არა მხოლოდ ლოზუნგებით, საქართველოს ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეს, წესით, ორბანის მიმართ კრიტიკული შენიშვნების გამოქვეყნებით არავინ უნდა იყოს დაკავებული.

ორბანის წინააღმდეგ არ არის საჭირო არარსებული ბრალდებების მოგონება. განსაკუთრებულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ევროპაში საქართველოს მიმართ ასეთი მხარდამჭერების სიმრავლე.

განცხადება, რომელიც ორბანმა საქართველოს მიმართ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გააკეთა, წესით, ამის მეტი აღარაფერი უნდა გვაინტერესებდეს.

ჩამოდის ადამიანი, ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ლიდერი და ამბობს, რომ საქართველოს უპირობოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. შეცდომა იყო შარშან კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა. ამაზე კარგი რა უნდა გავიგო მისგან?!“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები