ნინო წილოსანი: ოპოზიციის მხრიდან ორბანის კრიტიკა გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ის საქართველოს უჭერს მხარს
“ევროკავშირის ქვეყნებისგან სწორედ ისეთი მხარდაჭერა გვჭირდება, რასაც ახლა უნგრეთისა და ვიქტორ ორბანისგან ვხედავთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მისამართით ოპოზიციის კრიტიკა მისთვის გაუგებარია.
„მას მკაფიო განცხადებები აქვს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამით ქვეყანას მხოლოდ ეხმარება. ამიტომ სრულებით გაუგებარია ოპოზიციის მხრიდან ვიქტორ ორბანის კრიტიკა, მათ შორის, თავდასხმები მისი მართვის მოდელზე თუ სხვა საკითხებზე. ახლა ყველა საერთო ძალისხმევაზე უნდა ვკონცენტრირდებოდეთ, რათა საქართველომ სტატუსი მიიღოს. ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება ორმხრივი სარგებელია და და არავის, მათ შორის არც ევროკავშირს არ უნდა აწყობდეს, რომ საქართველო პროცესში სტატუსის გარეშე დარჩეს. ოპოზიციის მხრიდან ორბანის კრიტიკა გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ის საქართველოს უჭერს მხარს. ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის უპირისპირდებიან და ახლაც ლოგიკური ჯაჭვია“, – აღნიშნა წილოსანმა.