რატი იონათამიშვილი: თუ გახარიას პარტია და “ლელო” გაერთიანდებიან, ცხადია, ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება
მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, თუ გიორგი გახარიას პარტია და “ლელო” გაერთიანდებიან, ეს მათ არ გაუკვირდებათ.
იონათამიშვილის შეფასებით, ეს მათი პოლიტიკური განაჩენის ტოლფასი იქნება.
“არც გახარიასგან და არც ხაზარაძისგან, ცხადია, ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება. პირიქით, მათი უპრინციპო პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებაც იქნება. ეს აჩვენებს ამ ადამიანების პოლიტიკურ მორალს, მათი პოლიტიკური მორალიდან გამომდინარე, არანაირი ბარიერი არ არის ერთმანეთზე რას ამბობდნენ და როგორი ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს. შესაბამისად, ამიტომ არ გვიკვირს ამ ადამიანებისგან. მათ არაერთხელ დაგვანახეს, რომ პოლიტიკაში მათთვის ღირებულებები და ფასეულობები არაფერს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ხვალაც და ზეგაც ასე არასტაბილურად გააგრძელებენ და ეს, ფაქტობრივად, მათი პოლიტიკური განაჩენის ტოლფასი იქნება”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, “კურიერის” ინფორმაციით, გიორგი გახარიას გუნდი და მამუკა ხაზარაძის “ლელო”, წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, გაერთიანდნენ.