მიხეილ დაუშვილი: ძალიან ბევრჯერ ვთქვით, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ ვაპირებთ

“ძალიან ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ ვაპირებთ”,- ასე ეხმაურება “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი “კურიერის” ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გიორგი გახარიას გუნდი და მამუკა ხაზარაძის “ლელო” წინასაარჩევნოდ შესაძლოა, გაერთიანდნენ.

ამასთან, დაუშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა არ გამოირიცხება.

“ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კონკრეტულ ადამიანებსა და კონკრეტულ პოლიტიკოსებთან, ვისთანაც ვისაუბრებთ კიდეც და ვითანამშრომლებთ კიდეც. ესენი შეიძლება, იყვნენ ყოფილი მინისტრები, ყოფილი დეპუტატები “ოცნების” მხრიდან, მათ შორის, მაგრამ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას ჩვენ არ ვგეგმავთ”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები