ალექსანდრე რაქვიაშვილი: ახალი ელჩისგან მნიშნვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებას ველი

“ძალიან კარგი, რომ ელჩი ჩამოვიდა. ფაქტობრივად, ნახევარი წელი ელჩი არ გვყავდა”,- ასე ეხმაურება “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგენის საქართველოში ჩამოსვლას.

მისივე თქმით, ახალი ელჩის პირობებში, მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირების მოლოდინი აქვს.

“პარტნიორი ქვეყანაა და ეს ძალიან ცუდია, რადგანაც ეს რაღაცნაირად ნიშნავდა ურთიერთობების ხარისხს, არც კი იჩქარეს ამ საკითხზე. მე ახალი ელჩისგან ველოდები, რომ აქტიური იყოს, რადგან “ქართული ოცნება” გონს მოიყვანონ.

მართლა მნიშვნელოვან საკითხებზე ველი ფოკუსირებას”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები