დღეს ისრაელის ელჩს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან

დღეს ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან. დეპუტატები ისრაელში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ელჩისგან მოისმენენ. ელჩი საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზეც ისაუბრებს.

მმართველი გუნდი, ისრაელში მიმდინარე საომარი პროცესების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ამბობს, რომ ელჩის პარლამენტში მისვლა ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობასა და მეგობრობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები