აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, რობინ დანიგენი უკვე თბილისშია. საქართველოში მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

„აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში“, – აცხადებენ საელჩოში.

რობინ დანიგენმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენის კანდიდატურა 2023 წლის 14 თებერვალს წარადგინა. რობინ დანიგენი ამ დრომდე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები