დღეს პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის გაერთიანებულ კომიტეტებზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. დღეს დეპუტატები 2024 წლის ბიუჯეტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის გაერთიანებულ კომიტეტებზე იმსჯელებენ.

ბიუჯეტის პროექტი დღესვე განიხილება პოლიტიკურ ჯგუფებში „ლელო“ და „ევროოპტიმისტები“. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის გათვალისწინებით მომდევნო წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5,8 , ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 2,8 პროცენტს შეადგენს. ასევე, 2024 წლის ბიუჯეტში სამინისტროების დაფინანსების ზრდაა გათვალისწინებული, სადაც პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ჯანდაცვა და სოციალური სფეროებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები