არჩილ თალაკვაძე: მოსაძებნია, კვიპროსში ნოტარიუსიც ხომ არ არის წასული, ვინაიდან მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადაფორმების პროცესი სააკაშვილის გარემოცვიდან კეზერაშვილის დაჯგუფებაზე
,,მოსაძებნია, რომელიმე რეისით ნოტარიუსიც ხომ არ არის წასული კვიპროსში, ვინაიდან, მიმდინარეობს პარტიის გადაფორმების პროცესი სააკაშვილის გარემოცვიდან კეზერაშვილზე და კეზერაშვილის დაჯგუფებაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების კვიპროსში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის შიგნით არაფორმალური მმართველობაა.
“ნაციონალური მოძრაობა” იქამდე მივიდა უკვე, რომ საქართველოში ვეღარ იკრიბებიან და ვეღარ წყვეტენ საკითხებს, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არაფორმალური მმართველობაა რადიკალური ოპოზიციის შიგნით და ეს არ იმართება საქართველოდან. პროცესში ის ადამიანები არიან ჩართულნი, რომლებიც ან საერთაშორისო ძებნის ქვეშ არიან, ან სხვადასხვა სახელმწიფოს გამოძიება ეხებათ. ალბათ, ადგილიც და დროც ამიტომ შეარჩიეს”, – განაცხადა თალაკვაძემ.