მაკა ბოჭორიშვილი: ქართველი ხალხი არა მხოლოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, არამედ, ევროკავშირის წევრობას
ქართველი ხალხი არა მხოლოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, არამედ ევროკავშირის წევრობას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ქართველი ხალხი არა მხოლოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, არამედ ევროკავშირის წევრობას, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი დემოკრატიულ სამყაროში. ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელია ხელისუფლება და რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებაც იმსახურებს იმას, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჰქონდეს იმ ნაბიჯების გამო, რაც ქვეყანამ 2014 წლიდან მოყოლებული ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გაატარა, არამედ იმსახურებს წევრობასაც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.