“ვიდრე კეზერაშვილია „ნაცმოძრაობის“ მთავარი დონორი და იღებს გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამია კი არა, ვინც გინდა მოვიდეს, შეუძლებელია, რამე შეიცვალოს” – იაგო ხვიჩია

„ვიდრე კეზერაშვილია „ნაცმოძრაობის“ მთავარი დონორი და ის იღებს გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამია კი არა, ვინც გინდა მოვიდეს, შეუძლებელია, რამე შეიცვალოს იმ თვალსაზრისით, რომ „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ეყოლება პოლიტიკური ძალა, რომლის კომპრომეტირება მარტივად შეუძლია და რომელთა დასაცავადაც ხალხი ქუჩაში არასდროს გამოვა“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კეზერაშვილთან შესახვედრად სავარაუდოდ ნიკა გვარამიას პარტიის თავმჯდომარეობის საკითხზე სასაუბროდ გაემგზავრნენ.

„კონკრეტულად რაზე ისაუბრებენ იქ, ვერ გეტყვით, მაგრამ „ქართული ოცნების“ დახმარების გარეშე კეზერაშვილი ვერ იშოვიდა და ვერ გაამრავლებდა იმ თანხას, რომლითაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსდება და რომელიც ევროპელი პენსიონერების ყვლეფითაა მოპოვებული“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები