ნიკოლოზ სამხარაძე: ორბანისგან და ზოგადად უნგრეთისგან ვიღებთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერას, ეს ვიზიტიც ამის დასტურია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს გამოეხმაურა.
„ჩვენთვის ევროკავშირის თითოეული წევრის ხმა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ორბანისგან და ზოგადად უნგრეთისგან ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვიღებთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერას. ეს ვიზიტიც ამის დასტურია. თუმცა, გარდა კანდიდატის სტატუსისა, ჩვენ უნგრეთთან გვაკავშირებს ასევე ორმხრივი, მჭიდრო თანამშრომლობა“, – განაცხადა სამხარაძემ.