ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი ფიქრობს, რომ აქტიური პოლიტიკის გზას უნდა გაჰყვეს, თუმცა, რამდენად თანხვედრაშია მისი სურვილები მის პოლიტიკურ პარტიასთან, ეს ცალკე თემაა
“მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, საზოგადოებრივი მისაღების გახსნის თაობაზე, მის ცალკე პოლიტიკურ აქტიურობას წარმოადგენს, რადგან სააკაშვილს რეალურად პარტიასთან კავშირი გაწყვეტილი აქვს და თავად პარტია დაშლის პროცესს განაგრძობს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ახლა ფიქრობს, რომ აქტიური პოლიტიკის გზას უნდა გაჰყვეს, თუმცა, რამდენად თანხვედრაშია მისი სურვილები, მის პოლიტიკურ პარტიასთან, ეს ცალკე საკითხავი თემაა.
“იმედია, მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა, რომ მოწამლული არ არის, არ აწამებენ და არც დემენცია სჭირდა. ყველამ დავინახეთ, რომ არ შედგა სპეკულაციური გზა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დაზიანებაზე იყო მომართული. სააკაშვილი ახლა ფიქრობს, რომ აქტიური პოლიტიკის გზას უნდა გაჰყვეს, თუმცა რამდენად თანხვედრაშია მისი სურვილები, მის პოლიტიკურ პარტიასთან, ეს ცალკე საკითხავი თემაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.