“სჯობს, სოფო ჯაფარიძემ თავისი მისაღები გახსნას, სადაც ხალხს მიხეილ სააკაშვილზე დაელაპარაკება” – იაგო ხვიჩია
„სჯობს, სოფო ჯაფარიძემ თავისი მისაღები გახსნას, სადაც ხალხს მიხეილ სააკაშვილზე დაელაპარაკება”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ამით ხალხის ინტერესიც უფრო მაღალი იქნება, აქციები და გაუგებრობებიც თავიდან აცილებული იქნება. ქალბატონ სოფოს ამ თვალსაზრისით ვურჩევდი პროექტში ცვლილების შეტანას“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, საზოგადოებრივ ცენტრს არსებული ფორმით არავითარი აზრი არ აქვს.
„ამ ფორმით არაფერი, მაგრამ თუ გაიხსნება ქალბატონი სოფოს მისაღები, სადაც მიხეილ სააკაშვილზე ილაპარაკებენ, მაშინ შეიძლება, აზრი ჰქონდეს. საზოგადოება ქალბატონ სოფოს გაიცნობს, როგორც ახალ ამომავალ პოლიტიკოსს. ციხეში მყოფი ადამიანის სანახავად რატომ უნდა მიხვიდე იმ ადგილას, სადაც ის არ იმყოფება?“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.