ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს პატივი, ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში
მაქვს პატივი, ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებთ ხანგრძლივი მრავალგანზომილებიანი პარტნიორობა და ძლიერი მეგობრობა.
“მაქვს პატივი, ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში. ჩვენ ერებს აკავშირებთ ხანგრძლივი მრავალგანზომილებიანი პარტნიორობა და ძლიერი მეგობრობა. დიდად მადლობელი ვარ ასეთ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნავს პრემიერი.
Have the privilege to host 🇭🇺's @PM_ViktorOrban with the high-level delegation in 🇬🇪.Our nations share a longstanding multidimensional partnership & strong bond of friendship.Highly grateful for your steadfast support for🇬🇪's European aspirations in this decisive period! pic.twitter.com/4eqcnkZzcv
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 11, 2023