პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 22 წევრით განისაზღვრება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილებაში ცვლილება განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 20 წევრის ნაცვლად, 22 წევრით განისაზღვრება.

ცვლილება პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ შექმნამ განაპირობა.

„ეთიკის საბჭოში თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც. მოგეხსენებათ, რომ შეიქმნა კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ჯგუფი, ამიტომ თითო-თითო წევრი დაემატება როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტმა აღნიშნულ ცვლილებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები