“ფულს ვინც იხდის, ის უკვეთს მუსიკას, კეზერაშვილი იხდის ფულს და წავიდა ორკესტრი, რომ მიიღოს ახალი რეპერტუარი, მოქმედების გეგმა” – ბექა ოდიშარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაიბის“ ლიდერები კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

„ასეთი ფრთიანი გამოთქმა არის, რომ ვინც ფულს იხდის, ის უკვეთს მუსიკას. ამიტომ კაცი იხდის ფულს, შეუკვეთა მუსიკა და წავიდა ორკესტრი მის სანახავად, რომ ალბათ მიიღოს ახალი რეპერტუარი და მესიჯები, მოქმედების გეგმა. აბა, თავისით რა უნდა გააკეთოს პარტიის ახალმა თავმჯდომარემ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები