“რაც უფრო მეტი ლიდერი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში, უკეთესია” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

“ორბანის ვიზიტში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რაც უფრო მეტი ლიდერი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში, უკეთესია”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„გასაგებია, რომ ორბანის სპეციფიკური რეპუტაცია აქვს, მათ შორის, ევროპაში, მაგრამ უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი და რაც უფრო კარგი და ძლიერი მხარდაჭერა გვექნება, თუნდაც ერთი ქვეყნის მხრიდან, მით უკეთესი“, – განუცხადა „ქრონიკას“ რაქვიაშვილმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი 10 ოქტომბერს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები