ილია დარჩიაშვილი: ბევრი ქვეყნისგან გვაქვს ძლიერი, პოზიტიური გზავნილი, რომ საქართველო იმსახურებს სტატუსს

,,უნგრეთი ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერია, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის, უნგრეთთან, რათა უნგრეთის ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი, ყველას საერთო მიზანია, ევროპული პერსპექტივის შემდეგ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. უნგრეთისა და ევროკავშირის კიდევ სხვა, ბევრი წევრი ქვეყნის ძალიან ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიიღებს. უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ, ეს არის ევროკავშირის საბოლოო, სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები