გია ცაგარეიშვილი: ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება თავისუფალია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება არის თავისუფალი.

“2012 წლიდან, როდესაც ჩვენ პირწმინდად განადგურებული სასამართლო ხელისუფლება დაგვხვდა, იქიდან მოყოლებული, თითქმის 11 წლის განმავლობაში რეფორმების პოლიგონად ვაქციეთ სასამართლო ხელისუფლება და არის ძალიან დიდი შედეგები.

მე საქართველოს პარლამენტში ისეთი პერიოდიც მახსოვს, როდესაც პარლამენტი და პარლამენტის წევრები უშუალოდ ჩართულები იყვნენ სასამართლო ხელისუფლების მართვაში. პირველ ყოვლისა, ჩვენ ეს ამოვძირკვეთ. არავის საქმე არაა, სასამართლო ხელისუფლება როგორ წარმართავს თავის საქმიანობას”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები