“არ გამოვრიცხავ, სახელმწიფო გადატრიალების საქმეში პოლიტიკური აქტორებიც იყვნენ ჩართულები” – ირაკლი ქადაგიშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში გარკვეული პოლიტიკური აქტორებიც იყვნენ ჩართულები.
“არ გამოვრიცხავ, შეიძლება, ამაში გარკვეული პოლიტიკური აქტორებიც იყვნენ ჩართულები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ, გამოძიების ფარგლებში რა ნაბიჯებს გადადგამს უსაფრთხოების სამსახური. ერთი რამე ნათელია – საგამოძიებო პროცესი საქართველოში არის უმაღლესი და ევროპული სტანდარტებით მიმდინარეობს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.