ლაშა ჟვანია: კომპანია „აირზენასთან“ საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებით 11 ოქტომბრისთვის დაინიშნა დამატებითი რეისი – ვმუშაობთ, რომ დამატებითი რეისი დაინიშნოს 12 ოქტომბრისთვისაც

კომპანია „აირზენასთან“ საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებით 11 ოქტომბრისთვის დაინიშნა დამატებითი რეისი და დაახლოებით, 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელში ევაკუაციის გადაწყვეტილება არ არის მიღებული არც ერთი ქალაქიდან.

„ჩვენ ვმუშაობთ როგორც „აირზენასთან“, ისე ისრაელის მხარესთან, რომ დამატებითი რეისი დაინიშნოს 12 ოქტომბრისთვის. ისრაელში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ვისაც სურვილი აქვს საქართველოში დაბრუნების, მიაქციონ ყურადღება ბილეთების გაყიდვას. ინტერნეტით გაიყიდება ბილეთები. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, სახელმწიფოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თელ-ავივის მიმართულებით და თელ-ავივიდან შეწყვიტეს ავიარეისების განხორციელება. საქართველო ინარჩუნებს ავიარეისებს და ამატებს დამატებით რეისებს. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ისრაელში ევაკუაციის გადაწყვეტილება არ არის მიღებული არც ერთი ქალაქიდან. ისრაელში ყოფნა უსაფრთხოა თუ დავიცავთ იმ ელემენტარულ წესებს, რომელსაც ისრაელის ზურგის სამსახური გვთავაზობს და გვაძლევს შესასრულებლად“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები