ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, 11 ოქტომბერს, თბილისის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა
ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, თბილისის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ავრცელებს.
ელჩის თქმით, დამატებითი ავიარეისი 11 ოქტომბერს 11:40 საათზე შესრულდება.
„ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა „საქართველოს ავიახაზების“ დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც.
მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის“, – წერს ლაშა ჟვანია Facebook-ზე.