ისრაელში საქართველოს ელჩი: საქართველოში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ გამოყო სპეციალური თვითმფრინავი, ასეთი რამ არ ყოფილა
“ყველა ის ადამიანი, ჩვენი მოქალაქე, ვისაც ისრაელში ღამის გასათევი არ ჰქონდა, მოვახერხეთ და წუხელ გამოვუშვით თბილისში”, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ გამოყო სპეციალური თვითმფრინავი და ა.შ. ასეთი რამ არ ყოფილა.
„კომერციულ რეისებზე, როგორც წესი, ეკონომკლასი იყიდება და მერე რჩება ბიზნეს ლკლასი. ამაზე ალბათ „აირზენამ“ უნდა გააკეთოს განცხადება. ალბათ, ვერ შეძლეს აპლიკაციის გასწორება, კვირა დღე იყო, ერთ დღეში ვერ მოასწრეს გასწორება და ამიტომ მაღალ ფასს აჩვენებდა. გვპირდება „აირ ზენა“, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით, ფასი იქნება ეკონომკლასის ბილეთების და იქნება ისეთი ფასები, როგორიც ჩვეულებრივად არის. საქართველოში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ გამოყო სპეციალური თვითმფრინავი და ა.შ. ასეთი რამ არ ყოფილა. რამდენიმე სახელმწიფომ, სპეციალური თვითმფრინავი გამოყო პატარა ჯეტები იმიტომ, რომ ყველა კომერციულმა კომპანიამ გააუქმა ფრენები, ასეთია ევროპული სახელმწიფოების უმეტესობა, რომელთა კომპანიებმაც იმავე დღეს, 7 რიცხვში უკვე გააუქმეს და არ აღუდგენიათ ფრენები. საქართველოს მიმართულებით კი გუშინ 5 ავიარეისი განხორციელდა, დღეს 4 რეისია, ხვალაც 4 რეისია დაგეგმილი და მეხუთესაც დავამატებთ“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.