შალვა პაპუაშვილი: მოქალაქეებთან, რომლებიც სხვადასხვა მიზნით იმყოფებიან ისრაელში, კომუნიკაცია არის და შესაბამის ზომებს მიიღებს მთავრობა იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი

 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს იმისთვის, რომ ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

მისივე თქმით, საელჩოს ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან პირველივე წუთებიდან აქვს კომუნიკაცია.

„საქართველოს საელჩო ისრაელში, პირველივე წუთებიდან არის ჩართულია, რომ კომუნიკაცია ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქესთან, ვინც იქ იმყოფება. მოქალაქეებთან, რომლებიც სხვადასხვა მიზნით იმყოფებიან ისრაელში, კომუნიკაცია არის და შესაბამის ზომებს მიიღებს მთავრობა იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები