ლაშა ჟვანია: არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ, სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში

თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 ავიარეისი შესრულდა და მომდევნო დღეებში, ფრენა კვლავ განხორციელდება, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საელჩო ისრაელში მყოფ, საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა.

„მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. ხვალ და ზეგაც იქნება რეისები. ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, 12, 13, 14 რიცხვის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. როგორ წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვები ამ მდგომარეობას გამოარიდონ. ზოგადად, ისრაელის ცენტრში მშვიდი ვითარებაა.
სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მხოლოდ 13:00 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი ვინმეს სჭირდება დახმარება თუნდაც თავშესაფრის, თუკი არ აქვს ღამის გასათენებელი, იგივე ავიარეისებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ვაძლევთ კონსულტაციებს და ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ,“ – განაცხადა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები