ისრაელში მცხოვრები მიშა ბარამაშვილი: საქართველოს საელჩო რაც შესაძლებელია, ყველაფერს მაქსიმალურად აკეთებს

“საქართველოს საელჩო ძალიან აქტიურადაა ჩართული, „ცხელი ხაზები“ მოქმედებს, ნებისმიერ დროს პასუხობენ ტელეფონს. რაც შესაძლებელია, ყველაფერს მაქსიმალურად აკეთებენ”, – ამის შესახებ ისრაელში მცხოვრებმა მიშა ბარამაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძირითადად, დაძაბულობა საზღვართან, ღაზას სექტორთანაა.

„ჩვენ ბათიამში ვართ, თელ-ავივის გვერდით. ამ ეტაპზე, ჩვენთან სიმშვიდეა. გარეთ ვიყავი გასული. კომუნიკაციები ჩვეულებრივად მუშაობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადის, მაღაზიები და აფთიაქებიც ღიაა. ჩვენთან სიმშვიდეა. ძირითადად, დაძაბულობა საზღვართან, ღაზას სექტორთანაა. აშდოდში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. მეგობრები მირეკავენ, რომ გაუსაძლისი მდგომარეობაა. ტერორისტები ქუჩაში დადიან, მაგრამ სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს გააკონტროლოს მდგომარეობა და პანიკა არ დათესოს. გუშინ გამოვაცილეთ სტუმრები, „გორდელა“ და “„ნიკოლ შოუ“ იყვნენ ჩამოსულები, მე ვმასპინძლობდი მათ. მაქსიმალურად მშვიდობიანად გამოვიდნენ ქვეყნიდან. საქართველოს საელჩო ძალიან აქტიურადაა ჩართული მდგომარეობაში. „ცხელი ხაზები“ მოქმედებს. ნებისმიერ დროს პასუხობენ ტელეფონს. რაც შესაძლებელია ყველაფერს მაქსიმალურად აკეთებენ“, – აღნიშნა მიშა ბარამაშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები