ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე: სირენის დროს ჩავდივართ თავშესაფრებში – ფანჯრიდან გახედვისაც გვეშინია

“გვირჩევენ სახლში დარჩენას. უსაფრთხოების ზომები დაცულია, გვაქვს თავშესაფრები და სირენის დროს ჩავდივართ თავშესაფრებში”, – ამის შესახებ ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე მაია თურქაძე აცხადებს.

მისივე თქმით, არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე მოსახლეობა ცდილობს რომ სახლში დარჩეს.

“ფანჯრიდან გახედვისაც გვეშინია, რადგან გვეუბნებიან, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან და მოსახლეობა ცდილობს დარჩეს სახლში და არ იყვნენ ქუჩებში გაფანტულები“, – განაცხადა ისრაელში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ “კურიერთან” საუბრისას.

ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები