ლაშა ჟვანია: არავითარი დამადასტურებელი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ გავრცელებულ ფოტოზე ასახული პიროვნება საქართველოს მოქალაქეა
“არავითარი დამადასტურებელი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ გავრცელებულ ფოტოზე ასახული პიროვნება საქართველოს მოქალაქეა”, – ასე გამოეხმაურა ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ინფორმაციას, თითქოს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ტყვედ აიყვანეს.
„[ინფორმაცია] გავრცელდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, სოციალურ ქსელებში. აქ არავინ გვიდასტურებს, არც მისი სახელი და გვარი ვიცით, ვითხოვთ, რომ მოგვაწოდონ გვარ-სახელი“, – განაცხადა ჟვანიამ.
ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.