ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი საქართველოს ეროვნულ არქივში საკუთარი ქვეყნის შესახებ დაცულ დოკუმენტებს გაეცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს ეწვია ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი – პაველ ბლაჟეკი ხელმძღვანელობს.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, სტუმრებს ჩეხეთთან დაკავშირებით ეროვნულ არქივში დაცული მასალა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა გააცნეს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო როგორც საქართველო-ჩეხეთის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი მასალა, ისე საქართველოში მოღვაწე ჩეხი კულტურის მოღვაწეების ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები. ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები